logo
ENG



ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

23 ოქტ 202013:54
3 წუთის საკითხავი
clock 2043

ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, კაცის ცხედართან ერთად, ავტომობილში იარაღიც არის ნაპოვნი, რომელიც ხელში ეჭირა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ექვსჯერ ესროლეს, რის შემდეგაც მკვლელი ადგილიდან მიიმალა. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

მომხდარი მკვლელობის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ Facebook-ზე გაავრცელა. 


close დახურვა