logo
ENG



აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

27 სექ 202018:41
3 წუთის საკითხავი
 
l88hjugq2aydw5r.jpg

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობა ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში გამოცხადდება. 

გარდა ამისა, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში კომენტანტის საათი ამოქმედდება.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი დღეს, 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის თქმით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.

ფაშინიანმა მალევე საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა