![აზერბაიჯანი: სომხეთის არმიამ ქალბაჯარში ჩვენს არმიას ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა](/uploads/news/89336_AZE20201005AZERBAIJANAA_1601961787750.jpg)
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის არმიამ ბაგრატანეშის რაიონიდან ქალბაჯარში განლაგებული მათი არმიის მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან 26 ივლისს, 03:00 საათზე დაიწყეს სროლა. მათივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს.
თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გეღარქუნიქის პროვინციაში განლაგებულმა აზერბაიჯანულმა არმიამ 03:30 საათზე ცეცხლი გახსნა.