logo
ENG



აზერბაიჯანული მედია: აზერბაიჯანს სურს საქართველოსგან განჯის კარიბჭე დაიბრუნოს

04 თებ 202219:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/vu89j7met6bofgt.jpg

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ანარ კერიმოვის განცხადებით, ოფიციალურ ბაქოს სურს საქართველოდან  ის დაბრუნება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

როგორც კერიმოვმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მოლარაპაკებები მიმდინარეობს. 

"განჯის კარიბჭის საკითხი იყო დასმული ჩემი საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს, გასულ წელს. ეს საკითხი განვიხილეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. საკითხს კარიბჭის დაბრუნებასთან დაკავშირებით განვიხილავთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ მთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებები მარტივი არაა. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ კარიბჭე აზერბაიჯანში", - განაცხადა კერიმოვმა. 

მისივე თქმით, ქართულ მხარეს ამ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

დავით აღმშენებლის მემკვირდემ დემეტრე I-მა 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი, სადაც შესაფერისი ქართული წარწერით დღემდე დაცულია.

 


close დახურვა