logo
ENG



აზერბაიჯანულმა გამოცემამ კალინინგრადი კენიგსბერგად მოიხსენია

03 აგვ 202515:18
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/03/c23kpb795hb41d1.jpg

აზერბაიჯანულმა გამოცემა Minval-მა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატიები, რომელშიც რუსეთის ქალაქი კალინინგრადი კენიგსბერგად არის მოხსენიებული.

ასე უპასუხა აზერბაიჯანულმა გამოცემამ რუსული პროპაგანდისტული TASS-ის პუბლიკაციას ყარაბაღში, აზერბაიჯანის ქალაქ ჰანკენდიში მხატვარ ივან აივაზოვსკის ძეგლის აღების შესახებ, სადაც საბჭოთა ტოპონიმები იყო გამოყენებული - ყარაბაღის ნაცვლად, მთიანი ყარაბაღი; ჰანკენდის ნაცვლად - სტეფანაკერტი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს დაგმო და TASS-სგან ცვლილებების შეტანა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. ამასთან, სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ სახელწოდების გამოყენება სახელმწიფო მედიასაშუალების მხრიდან "უპატივცემლობად" აღიქმება. 

აზერბაიჯანის კრიტიკის პასუხად, TASS-მა პუბლიკაცია შეცვალა. 


close დახურვა