logo
ENG



ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახამრებას ითხოვენ

27 მარ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახამრებას ითხოვენ. მათი რეისი 21 მარტს იყო დანიშნული, თუმცა გამოფრენამდე ორი დღით ადრე, ფრენა გაუქმდა. ერთ-ერთი მათგანი საბა საფარელი, "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მიმართულებით უკვე მეორე სპეციალური რეისი დაინიშნა, თუმცა ახალგაზრდები ვერც ერთ მათგანში ვერ მოხვდნენ. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ქვეყანაში მხოლოდ ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტები, მოხუცები და არასრულწლოვნები უნდა დაბრუნდნენ. 

"უნდა გამოვფრენილიყავით 21-ში და შეძენილი გვაქვს "ვიზეარის" ბილეთები, განხორციელდა ერთი სპეცრეისი, რომელშიც ვერ მოვხვდით. კიდევ ერთია დაგეგმილი 7 აპრილს, რომელშიც ასევე არ ვართ. საქართველოდან მოთხოვნაა, რომ ამ რეისით გამოფრინდნენ მხოლოდ ონკოლოგიურად დაავადებული, ღრმად მოხუცებულები და არასრულწლოვანები",-ამბობს საბა საფარელი. 


close დახურვა