ალეკო ელისაშვილი კამპანია „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის“ ფარგლებში გორში ჩავა და იქაურ მაჟორიტარს, იოსებ მაკრახიძეს ამხელს. "სამოქალაქო მოძრაობა" აქციას გორის ბაზართან 11:00 საათზე გამართავს. ელისაშვილი გორის მოსახლეობას მაჟორიტარის საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს.
კამპანიის პირველი მხილებული დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი იყო.