logo
ENG



ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

04 ივნ 202008:54
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. შესაბამის განკარგულებას ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი უკვე მოაწერა.

ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა განიხილეს.

ლუკაშენკომ სამთავრობო ცვლილებები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კენჭს უკვე მეექვსედ იყრის. 


close დახურვა