logo
ENG



ალიევი ერდოღანს თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს

11 ნოე 202518:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/11/6gj2a7c487otz1z.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას სამიმარს უცხადებს.

"ღრმად დაგვამწუხრა განჯიდან აფრენილი და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის ტრაგიკულმა ამბავმა, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ.

ამ მწუხარების ჟამს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, და თურქეთის მოძმე ხალხს.

მშვიდობით განისვენონ მათმა სულებმა", - წერია ალიევის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი.

არსებული ცნობებით, არის მსხვერპლიც.


close დახურვა