Საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება
Ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. Კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღეს, 18:00 საათიდან, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება,
Სატვირთო გადაზიდვები კი ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.
„ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მიღებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
Შეგახსენებთ, რომ 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში შეწყდა საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სომეხ და აზერბაიჯან კოლეგებთან ერთად, სატელეფონო საუბრისას მიიღო.
ტრამპმა 15 მარტი ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა
კორონავირუსის სწრაფი გავრცელებით გამოწვეული სიტუაციის გამო აშშ-ის ლიდერმა 15 მარტი ლოცვის ერთოვნულ დღედ გამოაცხადა.
„სადაც არ უნდა იყოთ, მოგიწოდებთ ილოცოთ. ერთად ჩვენ იოლად გადავლახავთ ყველაფერს“, - წერს დონალდ ტრამპი ტვიტერზე.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 2951 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან გარდაიცვალა 57 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა - 12. დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოაცხადა.
Კორონავირუსი და მსოფლიო
Ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 156 396-ს შეადგენს. დაღუპულია 5 833 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 73 968.
Worldometer-ის ცნობით, ახალი კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 152 ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ინფიცირების ყველაზე მეტი 21 157 შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული.
Ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ორ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ მას ინფექცია არ დაუდგინდა.