logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 09.03.2020

09 მარ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 
lk22ya9h9crql7f.jpg

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 15-მდე მიაღწია. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

არსებული სავარუდო ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 51.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ 23 პაციენტს მკურნალობენ. Ხოლო ერთი პაციენტი საჩხერის კარანტინში იმყოფება. 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გართულებებიც არის. 

 

ტელეკომპანია „ფორმულა” სრულფასოვან მაუწყებლობაზე გადადის

5-თვიანი რთული საცდელი მაუწყებლობის შემდეგ, „ფორმულაზე“ განვითარების ახალი ეტაპი იწყება. 

დღეიდან ტელეკომპანია  „ფორმულას“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. ახლადშექმნილ ტელევიზიას სტატუსი "საცდელი" მოეხსნება და სრულფასოვან და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო მაუწყებლობაზე გადავა.

9 მარტიდან ახალ ამბებს „ფორმულაზე“, ერთის ნაცვლად, ორი მთავარი მთხრობელი ეყოლება. მაყურებელი, არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვან ელისო ჯარიაშვილთან ერთად, ეკრანზე ლევან ლომინაძეს ნახავს. 

მაღალტექნოლოგიური ნიუსრუმი და საინფორმაციო სამსახურის განახლებული სტუდია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ამ არხზე. 

განახლებული საინფორმაციო გადაცემის გარდა, არხზე ახალი ვებპლატფორმა და აპლიკაცია გაჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს მთელ მსოფლიოში საკუთარი ტელეფონიდან მაღალი ხარისხით შეუძლია უყუროს „ფორმულას“.

ცხელი პოლიტიკური პროცესის და კრიტიკული მედიის შეზღუდვის პირობებში 2019 წელს 5 ოქტომბერს გახსნილი ტელევიზია საცდელ მაუწყებლობას ხვალ დაასრულებს.

 

Ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა

ამერიკის საელჩოში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმდნენ. Შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება, 1%-იანი ბარიერითა და 40% ჩამკეტი მექანიზმით, რაც რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 40%-ზე მეტ ხმას მოიპოვებს.

Შეხვედრაზე, ორ მემორანდუმს მოეწერა ხელი, ერთი საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, ხოლო მეორე პოლიტიკურ პატიმრებს. თუმცა, შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არ გყვავს. 

 

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 7 375 შეადგინა

მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირების საერთო რაოდენობამ 7375 შეადგინა. 366-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი იტალიაშიც და აშშ-ში კი, დაღუპულთა რაოდენობა 21-ია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი - 550-მდე გაიზარდა. 


გურიაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო 


ხანძრის ჩაქრობას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ცდილობს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

შსს-ს ინფორმაციით, „ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება”.

 

სასამართლო თემები:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ემზარ კვიციანის ძმიშვილის, ბექა კვიციანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სერგეი ბოკარევის საექტრადიციო საქმის განხილვა გაიმართება, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი დაესწრება.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

განცხადებები და პრესკონფერენციები:

  • პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთერთი ლიდერი კახა კოჟორიძე საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

  • ბათუმში, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის ოფისი, აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს.

  • EMC, ორგანიზაციის ოფისში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

  • იურისტი, სისიხლის სამართლის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

  • „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლი, ალეკო ელისაშვილი განცხადებას გააკეთებს.

  • პრესკლუბში “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და დეკანოზი ლევან ანთაძე, სკოლებში სექსუალური განათლების შეტანის საკითხზე პრესკონფერენციას გამართავენ.

  • ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიციაზე შეგროვებული 10 ათასი ხელმოწერიდან სამი თვის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.

 

შეხვედრა დეპუტატებსა და აჭარის ტელევიზიის პროფესიული გაერთიანების წევრებს შორის

EMC-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრებს შორის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დახურული შეხვედრა შედგება.

 


close დახურვა