ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების წამლებს ვადა გაუვიდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. დასკვნის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბრიფინგს გამართავს.
მამუკა ბახტაძე ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს
ბახტაძემ ანაკლიის პორტისადმი სახელმწიფო ინტერესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის ირგვლივ საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებს ხედავს.
„საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციისათვის, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ანაკლია აუცილებლად აშენდება. პროექტი უნდა განახორციელოს შესაბამისი გამოცდილებისა და რესურსების მქონე კომპანიამ ან კომპანიათა ერთობლიობამ“, - განაცხადა ბახტაძემ.
მერკელისა და პუტინის შეხვედრა
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილავს. რუსული მედიის ცნობით, დღეს შეხვედრა რუსეთის ლიდერის ინიციატივით გაიმართება. რუსეთში ანგელა მერკელთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასიც მიემგზავრება.
ირანი უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებას აღიარებს
"ეს იყო ადამიანური შეცდომა" - ასე გამოეხმაურა ოფიციალური თეირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს. „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა ირანში კატასტროფა განიცადა. „ბოინგ 737“ ტიპის ხომალდზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, 176-ვე მგზავრი გარდაცვლილია.