logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 25.12.2019

25 დეკ 201910:27
3 წუთის საკითხავი
 
qyr76xfov7f0k3l.jpeg

ქრისტიანების უმრავლესობა დღეს შობას აღნიშნავს

ქრისტიანების უმრავლესობა დღეს შობას აღნიშნავს.  რომის პაპმა ქრისტეშობის მესა ვატიკანში აღავლინა და ღვთისმსახურება ტრადიციულად წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა.

პაპმა თავის სიტყვაში ყურადღება კონფლიქტებით, სტიქიური უბედურებებითა და ჰუმანიტარული კატასტროფების შედეგად დაზარალებულ რეგიონებზე გაამახვილა. მან პლანეტის ამ ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა​ განაცხადა, რომ "ღმერთს ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, ისინიც კი, ვინც ყველაზე მეტს აშავებს". რომის პაპის საშობაო მესას ათასობით კათოლიკე მორწმუნე დაესწრო, მილიონობით ადამიანი კი ტელეეკრანებიდან და ინტერნეტში ადევნებდა თვალს. შუადღისას პაპი პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცვას. 

გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ 

გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით, გლდანის ციხესთან მისი ადვოკატი განცხადებას გააკეთებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავა. გიორგი რურუა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვიაა პატიმრობაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების შესახებ 

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.ალომე ვარდიაშვილი ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევების შესახებ და ამ მხრივ დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს. Ასევე, პრესკონფერენციაზე განიხილავენ, რატომ ვერ მოხერხდა ამ მხრივ კანონის გამკაცრება. 

ასამართლო პროცესები 

·         10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

·         12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

·         14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

·         15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

ნავთობმომპოვებელი კომპანიის თანამშრომლები შრომით უფლებებს გააპროტესტებენ 

17 დეკემბერს, ნავთობმომპოვებელმა კომპანია  “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” 84 თანამშრომელი უსამართლოდ გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციასსოლიდარობის ქსელიავრცელებს.

ორგანიზაციისვე ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლები 11 თვის მანძილზე არ იღებდნენ კუთვნილ ხელფასს, რის გამოც მათ პროტესტი გამოთქვეს  და არ გამოცხადდნენ სამუშოდ. ამის გამო კომპანიამ განახორციელა სადამსჯელო ღონისძიებები და დასაქმებულები გაათავისუფლა.

25 დეკემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე კომპანიის თანამშრომლები იკრიბებიან დედოფლისწყაროს გამგეობის წინ და საკუთარ შრომით უფლებებს გააპროტესტებენ

 "შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდოება 

19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" დაჯილდოების საღამო გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა