logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 26.11.2019

26 ნოე 201909:52
3 წუთის საკითხავი
 
do9u1p4iwd2okmw.jpg

 

აქცია პარლამენტთან გრძელდება

ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ.

გამთენიისას, 5 საათზე სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაარბია. დემონსტრანტებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის სამივე შესასვლელი.

შსს-ს ინფორმაციით. აქციის დარბევისას პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა, ხოლო სამი ადამიანი დაშავებულია.  

 

პლენარული სხდომა პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში დღე სხდომებია ჩანიშნული. 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა, ხოლო, 12 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაა ჩანიშნული.

მმართველი გუნდისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით, გუშინ აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება განახორციელეს, თუმცა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები, გამთენიისას, 5 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბიეს.

 

დარბევისას დაშავებულები

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, აქციის დარბევისას 3 ადამიანია დაშავებული, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ჟურნალისტია. ერთ დაშავებულს კი, სავარაუდოდ, დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

 

მდგომარეობა პარლამენტის შენობასთან

 

პარლამენტის ეზოში, აგრეთვე შენობასა და გვირაბში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციის, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებია განლაგებული. მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია და მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ. გარდა ამისა, შენობაში სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. მათ სპეციალური ეკიპირება აქვთ მიტანილი.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე საოკუპაციო ძალების პატიმრობაში იმყოფება

ვაჟა გაფრინდაშვილი მე-17 დღეა ოკუპანტების მიერ, პატიმრობაში იმყოფება.  

ქართველი ექიმი, 9 ნოემბერს ოკუპირებულმა ძალებმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში მონაწილეობას როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მხარებიც იღებენ.

 


close დახურვა