logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 31.03.2020

31 მარ 202010:00
3 წუთის საკითხავი
 
xy2ozcu70ogigfh.jpg

 

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 31 მარტის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.


COVID-19 საქართველოში


კოვიდ 19-ით ინფიცირებულის რიცხვი საქართველოში 108-მდე გაიზარდა - 31 მარტს ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ინფექციისგან განიკურნა 21 ადამიანი.

 

საყოველთაო კარანტინის პირველი დღე

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო ფაქტობრივი კარანტინია. გამკაცრებული რეჟიმი დილის 8 საათიდან მოქმედებს. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდში კი კომენდანტის საათი იქნება დაწესებული.

 


საკონტროლო პუნქტები:

გამკაცრებული საგანგებო ვითარების ფარგლებში, საქართველოს შვიდ ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. პირთა გადაადგილების კონტროლისა და პირველადი თერმოსკრინინგისთვის საკონტროლო პუნქტები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში განთავსდება. პრემიერ-მინისტრი ამ გადაწყვეტილების მიზნად ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლს ასახელებს.

 

via GIPHY

 

ქართველი ექიმი და ექთანი

კლინიკა NP Medicine-ის თანადამფუძნებელ ნინო ქავთარაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ქართველი ექიმი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაერთო და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ღია ეთერში ისაუბრა.

 

 

კოვიდ 19 დაუდასტურდა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანსაც, რომელსაც ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთთან ჰქონდა კონტაქტი. 

მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

საზღვარგარეთ ჩარჩენილები

საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას დახმარებას ყოველდღე სთხოვენ. გერმანიაში ქართველების ნაწილი ლტოლვილთა ბანაკს აფარებს თავს. როგორც ისინი აცხადებენ, ყველა ქართველი ერთ სახლში ცხოვრობს - არ ყოფნით საკვები, ხოლო პირობები გაუსაძლისია. ლტოლვილთა ბანაკიდან საქართველოს მოქალაქე სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულას ღია ეთერში ჩაერთო.

 

 

Საკონსტიტუციოს გეგმა და იურისტების პროტესტი

 

უზენაესი სასამართლო, საგანგებო რეჟიმის გამკაცრების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დასანიშნად, დღეს სხდომას გამართავს. იურისტების შეფასებით, მოსამართლეების კლანი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით სარგებლობს და მისთვის სასურველი პირის მოსამართლედ დანიშვნას ზედმეტი საჯარო ყურადღების გარეშე ცდილობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაეს სასამართლოს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დაუყოვნებლივ შეაჩერონ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის პროცედურა.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2019 წლის 5 დეკემბრიდანაა თავისუფალი. 

Ზიარება საერთო კოვზით

შეცვლის თუ არა საქართველოს საპატრიარქო გადაწყვეტილებას ზიარების წესთან და წირვა-ლოცვის ჩატარების პროცედურასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული, უცნობია. დეკანოზი შალვა კეკელია აღნიშნავს, რომ სასულიერო პირებმა წირვა-ლოცვა განსაცდელის პერიოდში უნდა გააძლიერონ.

თეოლოგიის დოქტორის მირიან გამრეკელაშვილის შეფასებით, განსხვავებით იმ ეკლესიებისგან, რომლებიც მოსახლეობას პანდემიის დროს სხვადასხვა ტიპის სულიერ, ფიზიკურ და მატერიალურ დახმარებას სთავაზობენ, საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს ჯიბრში უდგება.

COVID-19 VS მსოფლიო

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიაში საყოველთაო კარანტინი სულ მცირე 12 აპრილამდე გაგრძელდება. 

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად იტალიაში 11,000-სზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა შედარებით მცირედით გაიზარდა ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა უკვე 14,620-ს შეადგენს.

 

 

საფრანგეთი რიგით მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა. პაციენტები რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, სამხედრო ვერტმფრენებით სხვა ქვეყნების კლინიკებში გადაჰყავთ.

დახმარების მოლოდინშია ესპანეთიც, სადაც ბოლო მონაცემებით ვირუსს 7,716-ი ადამიანი ემსხვერპლა. მადრიდის აეროპორტში ჩინეთიდან 14 ტონა სამედიცინო ეკიპირება მიიღეს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვირუსის გავრცელების მთავარ კერად კვლავ ნიუ-იორკი რჩება. ბოლო ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში დაღუპულთა რიცხვმა 1,200-ს გადააჭარბა. სულ შეერთებულ შტატებში ვირუსს 3,167ადამიანი ემსხვერპლა.

 

via GIPHY

 

 


close დახურვა