logo
ENG



ამერიკამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

01 ნოე 201909:02
3 წუთის საკითხავი
 
zqu3oa4hfe9awbw.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეზღუდვების ახალი პაკეტი სამშენებლო სექტორსა და იმ ოთხ მასალას შეეხება, რომელსაც ირანი სამხედრო და ატომურ პროგრამებში იყენებს.

სანქციებს აღნიშნული მასალებით ვაჭრობაც დაექვემდებარება. ოფიციალურ ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი სამშენებლო სექტორს პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს. სამხედრო-პოლიტიკურ ფორმირებას ვაშინგტონი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.


close დახურვა