შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მოადგინე ჯონ სალივანი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სენატმა ხუთშაბათს გამართულ მოსმენაზე მიიღო. სალივანის კანდიდატურის სასარგებლოდ 70-მა სენატორმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 22 წავიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი ოქტომბერში წარადგინა.