logo
ENG



ამერიკაში, ვირუსის გამო სემოღებული შეზღუდვები, 30 აპრილამდე გაგრძელდება

30 მარ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატებში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის გამო შემოღებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის პიკი სავარაუდოდ ორ კვირაში დადგება, დაღუპულთა რიცხვი შემცირებას კი 12 აპრილის შემდეგ დაიწყებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები წარმატებულად ჩაითვლება, თუ ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ქვეყანაში 100 ათასს არ გადააჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობით შეერთებული შტატები კვლავ პირველ ადგილზეა. კოვიდ-19 აქ 142 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, დაღუპულთა რაოდენობა კი 2,484-მდე გაიზარდა. ბოლო ერთ დღის განმავლობაში ვირუსს 264 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან უდიდესი ნაწილი ნიუ-იორკის შტატში დაიღუპა. 


close დახურვა