შეერთებული შტატების პრეზიდენტობის „დემოკრატმა" კანდიდატმა პიტ ბუტიჯიჩმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონს ეთიშება. აიოვას შტატში გამართულ კონკუსში გამარჯვების მიუხედავად კამპანიის გაგრძელებაზე მან უარი თქვა.
სამხრეთ კაროლინაში გამართული პრაიმერიზის შემდეგ მანამდე საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა ტომ სტეიერმაც. „დემოკრატიული" პარტიიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ექვსი კანდიდატი განაგრძობს. „დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა ივლისში, პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გახდება ცნობილი.