logo
ENG



ამერიკაში 6 კვირის ბავშვი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

02 აპრ 202000:18
3 წუთის საკითხავი
 
7th89uxqa87y2t5.jpg

ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში 6 კვირის ბავშვი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ინფორმაციას შტატის გუბერნატორი ადასტურებს.

მისი განცხადებით, გარდაცვალება კორონავირუსის შედეგად მიღებულმა გართულებებმა გამოიწვია. გუბერნატორის თქმით, ეს მცირეწლოვანის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ამერიკაში.

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვის გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება და ის ჩვეულებრივი ვირუსით გარდაიცვალა.

აშშ-ში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. ვირუსი ამ დროისთვის 202 336 ადამიანს აქვს დადგენილი, მათ შორის 4 454 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.


close დახურვა