ამერიკელ სენატორებს საიმპიჩმენტო რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებენ. გაირკვა, რომ მოსმენის დროს ზოგიერთი კანონმდებელი კროსვორდს ავსებდა, ქაღალდის თვითმფრინავს აკეთებდა ან სპინერით თამაშობდა. რამდენიმეს შუა განხილვების დროს ჩაეძინა კიდეც.
სესიაზე კი საუბრობდნენ, როგორ უქმნის საფრთხეს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ამერიკულ დემოკრატიას. თავად დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან ვაშინგტონში დაბრუნდა. სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო სასამართლოს ის შვეიცარიიდან, ტრადიციულად, ტვიტერის ქსელით ეხმაურებოდა.