logo
ENG



ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, ცესკოში კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი გაიხსნა

17 აგვ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ახალი სერვერის ცენტრი დაეხმარება ცესკოს უკეთ დაიცვას საქართველოს არჩევნები 2020 წელს და მის შემდგომ.

"ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ძალისხმევას ძლიერი, მოქალაქეებზე ორიენტირებული დემოკრატიის აშენებაში", - წერია საელჩოს განცხადებაში. 


close დახურვა