აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელი, ბრენდან ჰანრაჰანი დღეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას შეხვდა.
სახ.დეპის მიერ გამოქვეყნებულ განრიგში ვკითხულობთ, რომ შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, დახურულ ფორმატში იყო დაგეგმილი.
შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, მათ შორის, ინფორმაცია არც ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გამოუქვეყნებია.
