logo
ENG



ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება

30 აპრ 202021:38
3 წუთის საკითხავი
 

"დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება",-ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" გააკეთა. მისი თქმით, პოპულაციური იმუნიტეტის შექმნის ორი გზა არსებობს.  

„მე რაც ვიცი, დაახლოებით 15 -ამდე პრეპარატი და ახალი მოლეკულაა კვლევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე გაჩნდება, ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც მეტი აქტივობით იმოქმედებს ამ ვირუსზე.

შესაძლოა პრეპარატმა დაასწროს ვაქცინას, მე ასე მგონია. თუმცა ამ დაავადებისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება  ვაქცინა და უნდა გაკეთდეს.

როგორც მერკელმა თქვა, დაავადება უნდა მოიხადოს მოსახლეობის უმრავლესობის 60 %-მა ან ყველა უნდა ავიცრათ. ვფიქრობ, ვაქცინა გაჩნდება. დღეს უკვე გერმანიაში დაიწყო კლინიკური კვლევები, ასევე ბრიტანეთსა და აშშ-ში. დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა იქნება ",-ამბობს გამყრელიძე. 

STOPCOV.GE-ის ინფორმაციით, ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 184-ს შეადგენს. 

ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსით 539 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 6 გარდაიცვალა.

 

 


close დახურვა