logo
ENG



ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზზე სამუშაოები არ განახლებულა

27 ოქტ 201913:28
3 წუთის საკითხავი
 
6n3ewmnklfiur30.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ამ დრომდე ატოცში რჩებიან. სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზზე სამუშაოები არ განახლებულა.

"ამ წუთის მდგომარეობით, ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. რაც შეეხება, ჩორჩანა-წაღვლის ტყეს, არც იქ არ შეინიშნება გადაადგილება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე სიმშვიდეა," - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა.


close დახურვა