პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
პრეზიდენტმა გუშინდელ პოსტში სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ამონარიდი გამოაქვეყნდა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან გარკვეული რეაქცია მოჰყვა.
ზურაბიშვილის თქმით, მას ქართული ენის სიმდიდრე უნდოდა ეჩვენებინა.
"უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტჟისთვის ... მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან... ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა, რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარიო წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა... თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და ... სალანძღავიც კი გახდა .... ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!
უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენის გამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა... ეს კი თავისთავად კარგი შედეგია ... ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.