logo
ENG



ამ ცხოვრების დედაც, აბა დამიჭირე, აიღე პასუხისმგებლობა - მწვანე სკოლაში ახალი წარწერები გაჩნდა

17 დეკ 201923:26
3 წუთის საკითხავი
 
hf4aw5qsycem3zj.jpeg

„ამ ცხოვრების დედაც“, „აბა დამიჭირე“, „აიღე პასუხიმგებლობა“ - ამ სახის წარწერები გაჩნდა „მწვანე სკოლის“ შესასვლელთან, რომელშიც 15 წლის მოზარდი, გარკვეული პერიოდი სწავლობდა.

სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი დღეს, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის, დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 


close დახურვა