logo
ENG



ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

22 ივნ 202011:35
3 წუთის საკითხავი
clock 1175

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკავებული თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ დოლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დოლიძის თქმით, ის შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს დღეს მიმართავს. 

„დღეს გავუგზავნი განცხადებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავად ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა „ხალხისთვის“ შენებას იმისთვის, რომ გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ შენობაში მე დავრჩი მარტო“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. ამასთან, ანა დოლიძემ რამდენიმე დღის წინ ალეკო ელისაშვილთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააარსა. ახალი გაერთიანების მიზნად კი - პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის საპირისპიროდ, ახალი დღის წესრიგის შექმნა და მსჯელობისთვის თანამოაზრეების გაერთიანება დასახელდა. 


close დახურვა