logo
ENG



ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლებამ პოლიტიკურ კრიზისს უნდა უპასუხოს პოლიტიკური ნაბიჯით

18 ნოე 201916:51
3 წუთის საკითხავი
 
r39x607jesmaqiw.jpg

„ლელოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მმართველი პარტია ცდილობს მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპიროს. მისივე თქმით, ეს დაუშვებელია, რადგან განურჩევლად იმისა, რა ფორმა ეცმევათ ქვეყნის მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს მათთან არანაირი დაპირისპირების მიზეზი არ აქვთ.

„ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისს უნდა უპასუხოს პოლიტიკური ნაბიჯით. სპეცრაზმის და კანონის ერთი მუხლის დაპირისპირება მაშინ, როცა საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური პროტესტი - ეს არ არის პოლიტიკური პასუხი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს კი ნუ მოგვიქსევს, თუ რამის თავი აქვთ, პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ და დაელაპარაკონ მოსახლეობას." - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველების მიცემული 30-წუთიანი ვადა უკვე იწურება, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.


close დახურვა