logo
ENG



ანა სუბელიანი: ივანიშვილს პრორუსული მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა

17 ნოე 201915:50
3 წუთის საკითხავი
 
egue0k0lnklw0hu.jpg

„ივანიშვილს პრორუსული მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა,“ - ამის შესახებ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი აკეთებს. ის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან მძიმე, შავი მეთოდებით ცდილობს საზოგადოებასთან დაპირისპირებას და ამას უბრალოდ აღარ მოითმენენ.

„ეს არის მართლა მასშტაბური პროტესტი იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა ერთპიროვნული მმართველობით, ხელისუფლებით, რომელიც არ გვიცავს მოქალაქეებს. მეტიც, ხშირად გარკვეული ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით და მათი ხელით გვებრძვის. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც იქნება დაბალანსებული, რომელიც ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს, რომელსაც არ მიეცემა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები საშუალება და ყველა პოლიტიკური ნაბიჯი იქნება დისკუსიის, მსჯელობის და კონსენსუსის საგანი. ამიტომ გვჭირდება ჩვენ პროპორციული არჩევნები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ თითოეული მოქალაქის ხმა და ინტერესი გატარდეს და მას ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი ხელისუფლებაში. ივანიშვილს პრორუსული მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა და ძალიან მძიმე, შავი მეთოდებით ცდილობს საზოგადოებასთან დაპირისპირებას და ამას უბრალოდ აღარ მოვითმენთ,“ - განაცხადა ანა სუბელიანმა.


close დახურვა