„ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, მაგრამ ეს იქნება პარალიზება პარლამენტის, რადგან ეს პარლამენტი აღარ ემსახურება საქართველოს, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს,“ - ამბობს „ფორმულასთან“ საუბრისას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ანა ჭარხალაშვილი.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის თქმით, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ისინი დანებებას არ აპირებენ.
„მათ ჩაიჯიბეს ჩვენი მონაპოვარი პროპორციული არჩევნები - ამას ქართველი ხალხი მათ არ შეარჩენს. არ შევარჩენთ ის ადამიანები, ვინც თვეებია ქუჩაში ვიბრძვით. ერთი და ორი კაციც რომ დავრჩეთ, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და არ მოვიცვლით ფეხს. მე არ მინდა, რომ ბიძინა ივანიშვილის შპს-ში ვიცხოვრო, არც ის მინდა, რომ სხვა ქვეყანაში წავიდე და სხვა ქვეყანას ვემსახურო - მე მინდა ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიყო,“ - აცხადებს ანა ჭარხალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალეს.