logo
ENG



ანგარიშსწორება ბოძზე მიბმით - მარნეულში ოთხი პირი დააკავეს

21 ივლ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

სასტიკი ანგარიშსწორება შურისძიების მოტივით - მარნეულში დააკავეს ოთხი პირი, რომელმაც კაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ფიზიკურად გაუსწორდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულს სცემეს და ბოძზე მიაბეს. დაზარალებულის დედა ყვება, რომ მის შვილს 10 პირი უმოწყალოდ გაუსწორდა. 

კაცმა ბრალდებულებს თავად უჩივლა. დაკავებულების ნათესავები დაპირისპირების დეტალებს ყვებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა 24 წლის კაცი ქეშალოდან მეზობელ სოფელში მეგობარ ქალთან ჩავიდა.

დაკავებულების დაუყოვნებლივ  გათავისუფლებას ითხოვენ მათი ოჯახები,  წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.


close დახურვა