logo
ENG



ანდრეი ერმაკმა უსაფრთხოების უკრაინულ მოდელზე და სავარაუდო გარანტორ ქვეყნებზე ისაუბრა

25 მარ 202222:55
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ვახო სანაიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა უსაფრთხოების უკრაინულ მოდელზე და სავარაუდო გარანტორ ქვეყნებზე.

ერმაკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არის უმთავრესი საკითხი როგორც უკრაინისთვის ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან უკრაინაში ომმა მსოფლიო და ევროპული უსაფრთხოების სისტემები დაანგრია და ახლა მათი ხელახლა აშენებაა საჭირო.

ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ ამ ომის შემდეგ, რაც მსოფლიომ იხილა უკრაინის ბრძოლა საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, უკრაინას აქვს უფლება იყოს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნაში.

მისი თქმით, უსაფრთხოების ახალი სისტემა მკაფიო იურიდიულ გარანტიებს უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო გარანტორები უკრაინის ინიციატივით, გარანტორები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებთან ერთად თურქეთი, გერმანია, კანადა და ისრაელიც იქნებიან, იმ შემთხვევაში თუ ეს ქვეყნები მზაობას გამოთქვამენ.

„რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს სრული უფლება დღეს იყოს არა მხოლოდ გახდეს ჩვენი რეგიონის ლიდერი, არამედ დამფუძნებელი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ამ ახალი სისტემისა. ჩვენი აზრით, ეს ახალი სისტემა ითვალისწინებს მკაფიო იურიდიულ გარანტიებს, რომელთა გარანტორებიც იქნებიან უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები, თუმცა ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მათ მზაობაზე. ჩვენ ამ სიას კიდევ დავამატეთ თურქეთი, გერმანია, კანადა, ისრაელი.

დღეს ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ სისტემაში ჩართვის სურვილი აქვს იტალიას. შესაძლოა ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ჩაერთონ" - ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინა დაინტერესებულია ამ სიაში შევიდეს მსოფლიო პოლიტიკურ არენის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და მნიშვნელოვანია, შეიმუშაონ მყარი და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიები.

 

close დახურვა