logo
ENG



ანსუ ფატი ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

04 სექ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 
22ymlvjn3h1hnyz.jpg

"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ანსუ ფატი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

კატალონიური გრანდის აკადემიის აღზრდილი მოთამაშის დებიუტი ეროვნულ გუნდში 3 სექტემბერს, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრაში შედგა, სადაც მან 2 გოლი გაიტანა, თუმცა ორივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრების მაისური კარიერაში პირველად მატჩის 46-ე წუთზე მოირგო, როცა ის 17 წლის და 308 დღის იყო. ამაზე ახალგაზრდა მხოლოდ ერთი - ანხელ სუბიეტა გახლდათ, რომელმაც ქვეყნის მთავარ გუნდში 17 წლის და 282 დღის ასაკში ითამაშა. ეს 1936 წელს მოხდა.

ცოტა ხნით ადრე, ფატის თავს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე მოხდა: მისი აგენტი ხორხე მენდეში გახდა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს, ხამეს როდირგესის და დიეგო კოშტას ემსახურება.


close დახურვა