სოციალურ ქსელში ახლაც არ წყდება გამოხმაურებები კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ დამატებებზე. კულინარია, ტრადიციები, წარმართული რიტუალი, რომელიც გამორიცხავს კლასიკურ მედიცინას. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალს, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციას, აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებას, ქართული ხორბლისა და რთველის ტრადიციას. ასევე გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიციას. ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გასცა და 9 იანვრიდან ძალაში ოფიციალურად შევიდა. კულტურის პოლიტიკის კომიკური გაგრძელება და არაპროფესიონალიზმი, - ასეთია გამოხმაურებები. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაცლილია კულტურის სამინისტრო პროფესიონალებისგან. აქვთ კითხვები რის მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილება.
არამატერიალური ძეგლის სადავო სტატუსი
10 იან 202319:53
3 წუთის საკითხავი