logo
ENG



არასრულწლოვანთა პორნოგრაფია - მშობლებს შვილები ფოტოსესიისთვის საკუთარი ნებით მიყავდათ

05 დეკ 201919:07
3 წუთის საკითხავი
 
8tofxqhlp5siu53.jpg

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს. პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ქსელის 11 წევრი აიყვანა.

დაკავებულებიდან 10 მშობელი და 1 პედაგოგია. დაწყებითი კლასის მასწავლებელი იმავე სკოლის პედაგოგია, სადაც ამავე ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პედაგოგი ასწავლიდა. პროგრამით „ასწავლე და ისწავლე საქართველოს“ ფარგლებში მოწვეული პედაგოგი ამ ქალბატონთან ცხოვრობდა. დაკავებული მასწავლებლის ოჯახის წევრები დანაშაულთან კავშირს გამორიცხავენ. 

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კი ყვებიან, რომ დაკავებული პედაგოგი ბავშვებს ფოტოებს უღებდა, მაგრამ სურათების დანიშნულება არ იცოდნენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მშობლებს შვილები გადაღებაზე საკუთარი სურვილით მიყავდათ და ფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობდა. ფასი პორნოგრაფიის მოყვარულთა შორის გოგონების პოპულარობაზე იყო დამოკიდებული. ფოტო სალონები თბილისში ორ ელიტარულ ბინაში იყო მოწყობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მშობლებს, ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ ამერიკის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც უკანონო გადაღება მიმდინარეობდა და ფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობდა, ეს დამოკიდებული იყო პორნოგრაფიის მოყვარულთა შორის გოგონების პოპულარობაზე. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევის პროცესში. დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეზე ჯამში სულ 22 ადამიანია დაკავებული.

 

 

 


close დახურვა