logo
ENG



არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 73 წლის კაცი დააკავეს

04 ნოე 202510:36
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/04/m14ugfaqqfxa4mh.jpg

შსს-ს ცნობით, კასპში 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს თანახმად, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.

"სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა