logo
ENG



არასწორად ნათარგმნი მიმოწერა, უზუსტობები საქმეში - EMC-ს დასკვნა მაჩალიკაშვილის საქმეზე

12 ივნ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ანგარიშს“ აქვეყნებს. ორგანიზაციის წევრებს მასალების გაცნობის უფლება მას შემდეგ მიეცათ, რაც იანვარში საქმე დაიხურა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მასალების გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ თემირლანის ტეტორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირება კითხვის ნიშნებს აჩენს და საქემში უამრავი უზუსტობაა. 

თავად თემილან მაჩალიკაშვილი კი კვლავ აცხადებს, რომ თემირლანი საქმეში უდანაშაულოა და სისტემას ტყუილში ადანაშაულებს. 

„რასაც კი დღემდე სისტემა აცხადებდა და იძახდა, ყველაფერი ტყუილია. თემირლანი არაფერში ყოფილა გარეული - არც ანგარიშებთან დაკავშირებით, არც ფულთან დაკავშირებით, არც ჩატაევთან დაკავშირებით. ამათ სჭირდებოთ ვისაც კი ჰქონდა ინფორმაცია ზუსტად, ვინ შემოიყვანა, რატომ შემოიყვანეს ის ადამიანები, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, იმ ადამიანის მოშორება, ან შეეშალათ თემირლანი. კაციშვილი არ აძლევდა თემირლანის საწინააღმდეგო ჩვენებას ან ვის უნდა მიეცა, როცა რამაზ მარგოშვილის გარდა, იქიდან თემირლანს არავინ იცნობს. რამაზ მარგოშვილი ჩემი კარის მეზობელია. მისი ბავშვი მე გავზარდე, უდედ-მამოდ იყო დარჩენილი. ჩემგან 10 მეტრში ცხოვრობს, ის იცნობდა თემირლანს, დანარჩენს იმ საქმეში გარეულს კაციშვილს არ ვიცნობ და თემირლანს მათთან შეხება არ ჰქონია“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი. 

ანგარიშში ასევე წერია, რომ არასწორი ინტერპრეტაციითაა ნათარგმნი მიმოწერა თემირლან მაჩალიკაშვილსა და მის მეგობარ გოგოს შორის. 

ანგარიშის საფუძველზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები კვლავ მოითხოვენ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნა არ შესრულდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტიდან მოითხოვოს უკვე ამ კომისიის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ საძნებელში თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 

2020 წლის 28 იანვარს მაჩალიკაშვილის საქმე დაიხურა. 


close დახურვა