უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი და სამხედრო ექსპერტი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ პუტინს ომის დასრულება სურს და ასახელებს, რამდენიმე ნიშანს იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დამთავრებისთვის მზადაა.
„მათ სურთ ომი დაასრულონ, რადგან ბრძოლის ველზე დამარცხებებისა და სანქციების კომბინაცია, რომელიც მათ ეკონომიკას ხერხემალში ტეხს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად რუსეთის ფედერაციაში სოციო-პოლიტიკურ სიტუაციას“, - აცხადებს არესტოვიჩი.
არესტოვიჩის თქმით, რუსეთი ოპერაციების 8-დან 6 ადგილას დამარცხდა, ეს ცხადი მაშინ გახდა, როცა რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათ არ სურდათ კიევის აღება და მიმართულება შეუცვალეს სამხედროებს.
„ახლა მათი მთავარი საზრუნავია, რომ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე მინიმუმ რამენაირი ძალაუფლების პოზიციით მოვიდეს. მინიმუმ რამე დაიკავონ, მარიუპოლი, დონბასის ზონა, შექმნას მინიმუმ სერიოზული საფრთხე, რადგან სადაც პუტინია იქაა გამარჯვებაც, ის ვერ შეეგუება მთლიანად დამარცხებულად მოსვლას“, - აცხადებს არესტოვიჩი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ასევე დარწმუნებულია, რომ პუტინი მზადაა, რომ საკუთარი გარემოცვა დაადანაშაულოს ამ დამარცხებაში,
„მანამ სანამ მათ აქვთ ილუზია, რომ შეუძლიათ მარიუპოლის აღება, მათ შეუძლიათ დონბასის ალყაში მოქცევა და ის მოლაპარაკებებს, თავისი დანაკარგების შესახებ ეცდება, მისი წაგების გაფორმების პირობით, მაგრამ არა მინიმუმ ისეთი სამარცხვინო პოზიციიდან, როგორშიც ახლაა“ - აცხადებს არესტოვიჩი.