[დასავლეთმა] გვითხრა, რომ მათი ნაწილი ვართ და ჩვენთვის იბრძვიან. ასევე, მზად არიან იბრძოლონ მოლდოვისთვის და იბრძოლებდნენ საქართველოსთვისაც, მათი ამჟამინდელი მთავრობა რაღაც უცნაურად რომ არ იქცეოდეს.
იქნება კრიტიკა. იქ უკვე პრემიერმინისტრი გამოვიდა სიტყვით, მინისტრები გამოვიდნენ. მოდი, ბაჭიებო, გეტყვით, საქართველო თანამედროვე სახელმწიფოა და ქართველი ხალხი გადაწყვეტს სახელმწიფო როგორ პოლიტიკას გაატარებს. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენულ პოლიტიკაში არ ერევა არც არესტოვიჩის სიტყვებით, არც სხვა გზით. დამოუკიდებელი სახელმწიფო ხართ და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობრული სახელმწიფო. თუმცა თქვენ, თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ეს არის ჩემი სპეციალური, მხურვალე მოკითხვა.