logo
ENG



არესტოვიჩი უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს

02 ნოე 202300:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/02/xzz1o9zvlcenazy.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ უკრაინაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს. ინფორმაცია ამის შესახებ მან გამოცემა Interfax უკრაინას დაუდასტურა.

ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობა 2023 წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ, რაც თავის ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც დნეპრში 46 ადამიანი იმსხვერპლა უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ იყო გაშვებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ქალების მიმართ სექსისტური და ძალადობრივი განცხადებების გამო, უკრაინის პოლიციამ ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

რამდენიმე კვირით ადრე კი, 25 სექტემბერს რადას დეპუტატმა პოლიციაში განცხადება შეიტანა არესტოვიჩის მიერ გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ქალებს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდა.


close დახურვა