logo
ENG



არმაზ ახვლედიანი: მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ოცნება კიდევ უფრო არაადეკვატური გახდება

24 იან 202023:04
3 წუთის საკითხავი
 

„მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ოცნება კიდევ უფრო არაადეკვატური გახდება, - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ოცნება 2013 წლიდან გაემიჯნა იმ მთავარ ღირებულებას, რაზეც დგას ან უნდა იდგეს საქართველო ამერიკის პარტნიორობა. მისივე თქმით ეს ღირებულებებია: დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

„ოცნება 2013 წლიდან გაემიჯნა იმ მთავარ ღირებულებას, რაზეც დგას ან უნდა იდგეს საქართველო ამერიკის პარტნიორობა. ეს არის დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. უკვე სახეზეა რომ არის ოპონენტების დევნა, ეს არის ოპონენტებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენება, ეს არის შანტაჟი, დაშინება, ეს არის ყველაფრის გაკეთება, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. მე ველოდები და მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ოცნება კიდევ უფრო არაადეკვატური გახდება.“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

 


close დახურვა