logo
ENG



არმაზ ახვლედიანი: ივანიშვილისთვის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი პრობლემაა

15 ნოე 201921:44
3 წუთის საკითხავი
 
tgw0bcemp59w1iy.jpg

"ივანიშვილისთვის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი პრობლემაა, რადგან ასეთ ადამიანს შეუძლია უთხრას არა" - ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის მუშაობის სპეციფიკა არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" ერთად. 

მისი თქმით, კარგად იცნობს ივანიშვილის გუნდს, რადგან თავის დროზე თავად იყო ამ გუნდის წევრი.

"ჩემი რჩევა, როგორც კი მივედი აღმასრულებელ მდივნად, იყო ასეთი- დავიწყოთ პარტიის რეფორმირება და გავხადოთ ეს ძალა ევროპული სტილის ძალად, რომელიც მზად იქნება დამარცხებისთვისაც და გამარჯვებისთვის. მე როცა ვხვდებოდი საერთაშორისო პარტნიორებს, განსხვავებით ვოლსკისგან და სხვებისგან, ვთხოვდი მათ, რომ დაგვხმარებოდნენ ამ პარტიაში შექმნილიყო მოსამზადებელი სივრცე, სადაც ჩვენს პარტიულ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვასწავლიდით დემოკრატიის ანბანს. ამის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ისწავლა ის, რომ იქ ჩემნაირი არ უნდა ყოფილიყო. ეს მოეწონებოდა განა ღარიბაშვილს ან საგანელიძეს?! საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს არ მოსწონს არც თავად ივანიშვილს, რადგან მისთვის თავისუფლად და დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი პრობლემაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს  შეუძლია მას უთხრას არა. მე ბევრჯერ მითქვამს მისთვის არა. დღეს ივანვიშილს გუნდში აღარავინ ჰყავს ასეთი,"- ამბობს ახვლედიანი.

  


close დახურვა