„ქართული ოცნება" არის პოლიტიკური კასტა, რომელიც ვერ განვითარდა“,- ეს განცხადება დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში, "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" გააკეთა. ახვლედიანმა "ქართული ოცნების" მმართველობის წლები შეაფასა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ვერაფრით გაითავისა, რომ მმართველობას რაღაც დოზით სჭირდება დემოკრატია.
„ქართული ოცნება არის პოლიტიკური კასტა, ეს არის მოცემულობა, რომელიც ვერ განვითარდა. 2012 წლიდან მოყოლებული, მიმაჩნია რომ, ქართულ პოლიტიკაში აქტორი ვინც არის ყველა მეტ-ნაკლებად დაიხვეწა, ყველამ ისწავლა საკუთარ და სხვათა შეცდომებზე, ერთადერთი ფიგურა ვინც ეს ვერ მოახერხა, ჩემი დაკვირვებით - არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის უბედურება და მისი გუნდი მას მიჰყვება ბრმად. ვინც ვეწინააღმდეგებოდით იქ აღარ ვართ დიდი ხანია, მათ შორის ზოგი ვეწინააღმდეგებოდით თავიდან, ზოგი მოგვიანებით, ზოგი შეიძლება ხვალ გაწევს წინააღმდეგობას.რაც იყო 2012-ში ნიშანდობლივი, სწორედ აქ არის უმთავრესი ხარვეზი - ის რომ ივანიშვილის მთავრობამ ვერაფრით ვერ გაითავისა, ვერც კი გაიაზრა აუცილებლობა იმისა, რომ მმართველობას რაღაც დოზით სჭირდება დემოკრატია, მით უფრო რომ გაქვს წინა წლების მწარე გამოცდილება, მით უფრო, რომ სწორედ ამ ლოზუნგით მოხვედი, მე ჩემ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ დღიდან მისვლისა ჩვენი სასაუბრო თემა არ ყოფილა არასდროს სხვა თუ არა დემოკრატიული რეფორმების დაწყება პარტია „ქართულ ოცნებაში“,-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.