ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა - რეჟიმი ცდილობს, ამერიკის არჩევნების თემა საკუთარ დეზინფორმაციას მოარგოს. ოლიგარქის ხელისუფლებამ პროპაგანდა ერთ-ერთი კანდიდატის დონალდ ტრამპის გარშემო ააგო და ცდილობს, საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ გზავნილებს მოარგოს, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. ივანიშვილს უკიდურესად აქვს გართულებული ურთიერთობები ვაშინგტონთან ყველა დონეზე, ასევე, სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა ჩინეთი, რომელიც ტრამპს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიაჩნია. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ინიციატორი კი რესპუბლიკელი ჯო უილსონია, რომელიც ტრამპის თანამოაზრედ მიიჩნევა.