logo
ENG



არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა

15 ნოე 201916:56
3 წუთის საკითხავი
 
71q75fmvp41gp0t.jpg

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ  „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა. თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. უმრავლესობის სხვა წევრებმაც გააკეთეს განცხადებები.

არჩილ თალაკვაძემ წაიკითხა განცხადება. მან მიმართა თითქმის ყველას მათ შორის ოპონენტებს და იმ კოლეგებს, რომლებიც უმრავლესობის რიგებიდან წავიდნენ თუმცა, არაფერი უთქვამს იმ ხალხზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოსთან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს "ფორმულამ" დაუსვა კითხვა - რა პასუხი აქვს მას იმ საზოგადოებისთვის , რომელსაც აინტერესებს, თუ რატომ არ შეასრულა "ქართულმა ოცნებამ" დაპირება. არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ წუხს ამის გამო თუმცა, განაცხადა, რომ ეს ქვეყნის დასასრული არ არის. თალაკვაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ საკუთარი პოზიცია 2020 წლის არჩევნებზე დააფიქსირონ.

განცხადებები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც გაკეთდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ამის საფუძველი არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვითარება არის ქაოტური. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ იმასაც, რომ "ქართულ ოცნებას" არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ გაუჭირდება.

ხვალ 11 საათზე "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხი იქნება, რომელიც ვაკანტური დარჩა მას შემდეგ რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თანამდებობები დატოვეს.

 


close დახურვა