logo
ENG



არჩილ თალაკვაძე: გერმანული მოდელი აცდენილია 2020 წლის არჩევნების ნიშნულს

15 ნოე 201915:28
3 წუთის საკითხავი
 
1zj71bgm98sr005.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგს მართავს. თალაკვაძემ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ გუშინ ვერ მოხდა მხარდაჭერის მობილიზება, რაც ნიშნავს, რომ ყველა სხვა ალტერნატივა და შესაძლებლობა, იქნება ეს ორი მესამედი, თუ ასზე ოდნავ მეტი ხმით, ამას სჭირდება 2 სხვადასხვა პარლამენტი. შესაბამისად, ეს აცდენილია 2020 წლის არჩევნების ნიშნულს. 

"გამოქვეყნდა განცხადება იურისტების. ისინი ამბობენ, რომ თითქოს შესაძლებელია სამი მეოთხედის მხარდაჭერის გარეშე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება. გერმანული მოდელი, რომელიც საინტერესო მოდელია, ამასაც სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება. შესაბამისად, ამანაც უნდა გაიაროს ის გზა, რაც არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში. ანუ უნდა მოხდეს მისი ინიცირება, შემდეგ საჯარო განხილვები და მერე ამასაც დასჭირდება სამი მეოთხედის მხარდაჭერა. შესაბამისად, აქ საუბარია დროზე. მეორე ორი მესამედი თუ სამი მეოთხედი უნდა გითხრათ, რომ ცალსახაა კანონმდებლობით და კონსტიტუციით ის, რომ საკონსტიტუციო ინიციატივის მიღებას ერთი პარლამენტის ფარგლებში სჭირდება სამი მეოთხედის მხარდაჭერა. სამწუხაროდ გუშინ ვერ მოხდა ასეთი მხარდაჭერის მობილიზება, რაც ნიშნავს, რომ ყველ ასახვა ალტერნატივა, ყველა სხვა შესაძლებლობა, იქნება ეს ორი მესამედი თუ ასზე ოდნავ მეტი ხმით, ამას სჭირდება 2 სხვადასხვა პარლამენტი შესაბამისად, ეს აცდენილია 2020 წლის არჩევნების ნიშნულს," - განაცხადა თალაკვაძემ.


close დახურვა