logo
ENG



არჩილ თალაკვაძე: ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს

16 ნოე 201913:26
3 წუთის საკითხავი
 
9cu0rzuyavfsqf7.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-პოსტით ეხმიანება ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს. არჩილ თალაკვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან - ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება. ეს მიუღებელია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ჩვენი ოსი ძმებისთვისაც - ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა“, - წერს არჩილ თალაკვაძე. 


close დახურვა