logo
ENG



არჩილ თალაკვაძე გაფრინდაშვილის შეურაცხყოფაზე: ეს არის მიუღებელი

14 დეკ 201914:28
3 წუთის საკითხავი
 
9wu2u11iphpahpt.jpg

საკრებულოს დეპუტატის შეურაცხმყოფელ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერეკლე კუხიანიძე ამ საკითხის მიმართ მმართველი გუნდის ზოგად დამოკიდებულებას განასახიერებს. ქართულ ოცნებაში კი ირწმუნებიან, რომ ექიმის გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.

„ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არის ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და ის უნდა გათავისუფლდეს. ეს არის მიუღებელი, რაც მის მიმართ ხორციელდება, ეს არის დარღვევა ყველანაირი პრინციპების. ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებულია, ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია,“ - განაცხდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება.

ერეკლე კუხიანიძე, ამბობს, რომ ექიმი მიზანმიმართულად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.


close დახურვა