logo
ENG



არ არის გზა, არ არის ტრანსპორტი და არ არის გაზი - წყალტუბოში აქცია გაიმართა

22 იან 202013:48
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში  ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში გზა, გაზი, წყალი და ტრანსპორტი არ არის, შეშის  მოჭრას კი სახელმწიფო უკრძალავს. სოფლის მოსახლეობის თქმით, ისინი ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებზე  ახსენდებათ.

ადგილობრივების თქმით, მთავრობა მხოლოდ დაპირებებს გასცემს, საქმეს კი არ აკეთებს. მოსახლეობას ცხოვრება მძიმე პირობებში უწევს, რის გამოც იძულებული ხდება, სოფელი დატოვოს. 

დღევანდელ აქციას "თავისუფალი სააართველოს" წარმომადგენელი გოგი წულაიაც შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას და ხელი შეუწყოს სოფლის ცხოვრების განვითარებას.

"არ არის გზა, არ არის ტრანსპორტი და არ არის გაზი, არ აჭრევინებენ შეშას და ამათ უნდათ, რომ სოფელი დაიცალოს. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და ტელევიზორიდან ლაი-ლაის სჯობია, მოვიდნენ და სოფელს მიხედონ. შეშა მაინც მოაჭრევინონ, რომ სოფელი არ დაიცალოს", - განმარტავს გოგი წულაია.  

 


close დახურვა